მკვლელობა თბილისში - მოკლულია 26 წლის ახალგაზრდა

  09:28:29     13-11-2015

მკვლელობა თბილისში. ლოტკინზე 26 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მკვლელობის დეტალები და მოტივი ამ დრომდე არ ხმაურდება. უცნობია ეჭვმიტანილის ვინაობაც.

შსს-ში აცხადებენ რომ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება მუხლებით დაიწო.