რაბათის ციხესიმაგრეში ცეცხლოვანი ქუჩის თეატრის წარმოდგენა გაიმართა
11:17:58     09-11-2015
„ევროკავშირის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში ცეცხლოვანი ქუჩის თეატრის წარმოდგენა გაიმართა. ასევე, გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს". რაბათის ციხესიმაგრეში საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციის ფოტოები გამოიფინა. დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა 6 დეკემბრამდე შეუძლიათ.
კულტურული ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ტარდება. ქვეყნის 7 ქალაქში უკვე გაიმართა 20 წარმოდგენა, რომელშიც ევროკავშირის 8 ქვეყნის 30-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კვირეულის ფარგლებში თბილისში, მწერალთა სახლსა და რუსთავში გამართულ ღონისძიებებს დაჭრილ და გარდაცვლილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები დაესწრნენ.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული 2015“ 31 ოქტომბერს გაიხსნა და 8 ნოემბერს დასრულდა.