"აშშ ფიქრობს მოქმედების ახალ ვარიანტებზე რუსეთის შესაკავებლად"
11:13:55     09-11-2015
8 ნოემბერს პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკა ფიქრობს მოქმედების ახალ ვარიანტებზე რუსეთის შესაკავებლად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას იწვევს.
მისი სიტყვებით, ვაშინგტონი აპირებს წინ აღუდგეს მოსკოვს ყველა საშუალებით, მათ შორის, სამხედრო ძალებითაც.
ამისათვის აშშ აპირებს ბირთვული არსენალის მოდერნიზებას და შეიარაღების ახალ სისტემებში თანხის ინვესტირებას, რაც ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და ლაზერურ იარაღსაც მოიცავს.
კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს სამხედრო წარმომადგენლობის ევროპაში გაზრდას იმ დონემდე, რომ ეს ყველაფერი ცივ ომს დაემსგავსოს.
თავის მხრივ, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო ძალების მოახლოებას მის ტერიტორიასთან საფრთხედ განიხილავს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთში ყველაფერს გააკეთებენ ევროპაში სამხედრო ძალების ბალანსის შესაარჩუნებლად.