უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი ყველის ბლინების რეცეპტი

  23:01:47     05-11-2015

როგორ ბლინებს აღარ აკეთებენ დღეს კულინარები: ხორცით, ხაჭოთი, ხილითა და სხვ. დღეს კი შემოგთავაზებთ ყველიანი ბლინების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გ. ფქვილი;
150 გ.ყველი;
2 ც. კვერცხი;
50 მლ. მცენარეული ზეთი;
300 მლ. წყალი;
1 კბილი ნიორი;
1 კონა მწვანილი;
1 ჩ. კ. მარილი;
1 ჩ.კ შაქარი;
1 ჩ.კ გამაფხვიერებელი.

მომზადება:

ვურევთ ერთმანეთს კვერცხს, მარილს, შაქარს და ვთქვეფთ მიქსერით(საშუალო სისწრაფეზე) ერთიან მასამდე, შემდეგ კი ვამატებთ წყალს;

ცალკე ფქვილს და გამაფხვიერებელს ვურევთ ერთმანეთს მიქსერის მეშვეობით, შემდეგ ვამატებთ ეტაპობრივად პირველ ჯერზე გაკეთებულ მასას და ნელ-ნელა ვასხამთ ზეთს;

ვხეხავთ ყველს მსხვილად, ვჭრით წვრილად მწვანილს, ვჭყლეტთ ნიორს - ამ ყველაფერს ვამატებთ ცომს და ვურევთ;

ვაცხობთ ბლინებს, მომზადებულს კი შეგვიძლია მოვასხათ არაჟანი, ტომატისა და სხვადასხვა სოუსი გემოვნების მიხედვით.

გემრიელად მიირთვით!