შემთხვევა ქობულეთში - დაჭრილია 13 წლის მოზარდი

  20:39:58     05-11-2015

ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმები 13 წლის ერიკ სააკიანის გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დაახლოებით ერთი საათის წინ, ქობულეთში ეგრეთწოდებული შახტიორის უბანში უგონოდ მყოფი იპოვეს. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ბარძაყზე აღენიშნება და გარდა ამისა დაზიანებული აქვს მთავარი არტერია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია უკვე მობილიზებულია და ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.