აშშ-მ რუსეთს კოსმოსურ სივრცეში იარაღის განლაგების პროექტზე უარი უთხრა

  11:26:24     05-11-2015

გაეროს გენერალური ანსამბლეის 70-ე სესიაზე ამერიკამ უარი თქვა კოსმოსურ სივრცეში იარაღის განლაგების რუსულ პროექტზე.

ამერიკული მხარის განმარტებით განცხადებაში ნათქვამია, რომ "ორ ქვეყანას არ გააჩნია გამოყენებული ტერმინოლოგიის ერთნაირი გაგება". დოკუმენტი არ შეიცავს ზუსტ განმარტებას იმისა, თუ რა არის "იარაღის განთავსება კოსმოსურ სივრცეში", მასში ასევე არ არის ნახსენები სახმელეთო ანტი-თანამგზავრული იარაღი.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ასეთმა გაუმართაობამ შესაძლოა სიტუცია გამარტივების და დაჩქარების ნაცვლად, უფრო გაამწვაოს.

პროექტი, რომელიც გაეროს ანსამბლეაზე რუსეთმა წარადგინა, 26 ქვეყნის თანაავტორობითაა შედგენილი.

ხმა მის წინააღმდეგ საქართველომ, უკრაინამ და ისრაელმა მისცა, 47-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მხარი კი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა.