კისტის თოფს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა მოხდა კახეთში?

  13:25:38     04-11-2015

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მეოთხე კლასის მოსწავლე პნევმატური (კისტის) იარაღის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას "სპექტრი.ჯი" ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბავშვები კისტის თოფით თამაშობდნენ, შემთხვევით, ერთ-ერთ მათგანს თოფი გაუვარდა და მეორეს მუცელში, ჭიპთან ახლოს მოხვდა, თუმცა ბავშვი დაზიანების გამო კი არა, სავარაუდოდ, შიშისგან გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.