"მომკლეს ცემაში, ქობულეთის სასაკლაოზე ხარ მოყვანილი ხომ იცი შენო"

  12:05:01     04-11-2015

ქობულეთის პოლიციის მაღალჩინოსნებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 20 წლის რევაზ ტაკიძე. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე პოლიციამ დააკავა, ბრალად კი ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი წაუყენეს.

“27 ოქტომბერს დამაკავეს სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე, 20:30 საათზე, წამომიყვანეს იქედან ქობულეთის პოლიციაში : ანთაძემ , ქოხიძემ და დიასამძემ, რომ შემიყვანეს განყოფილებაში შაქარიშვილი იჯდა მაგიდასთან , მან მკითხა მე მიცნობ ვინ ვარ შენ ბიჭო, მე უთხარი მემგონი ირაკლი ხარ შაქარიშვილი მეთქი, შემდეგ მაგინებდა, მომკლეს ცემაში, ქობულეთის სასაკლაოზე ხარ მოყვანილი ხომ იცი შენო, დამაგდეს ძირს და გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, შარვალი ჩამხადეს , ცივ წყალს მასხამდენ ყურში და მოითხოვდენ მეღიარებინა ქობულეთში მომხდარი ძარცვა”- განაცხადა დაზარალებულმა რევაზ ტაკიძე.

რევაზ ტაკიძე ამბობს რომ ქობულეთის სამართველოში მიყვანის შემდეგ მას მუხაესტატეს პოლიციის უფროსი და ქობულეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეები დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. რევაზ ტაკიძის ადვოკატი აცხადებს მათ ფაქტის გამოძიების მიზნით მიმართავს როგორც აჭარის პროკურატურას, ასევე გენინსპექციასაც.