ჭიქის ბრაუნი მიკროტალღურ ღუმელში - 5 წუთიანი დესერტი

  19:33:36     03-11-2015

ინგრედიენტები: კარაქი 2 ს.კ შაქარი 1-2 ს.კ ვანილი ფქვილი 1.5-2 ს.კ მარილი მწიკვი კაკაო 2 ს.კ სოდა დანის წვერით შოკოლადის ნატეხები 2 ს.კ კვერცხი 1
შეარჩიეთ დიდი ჭიქა, რომლის შედგმაც მიკროტალღურ ღუმელში დასაშვებია. ჩადეთ მასში კარაქი და შაქარი, შედეთ 45 წამით მაქსიმალურ სიმძლავრეზე გასადნობად. შემდეგ გამოიღეთ, ჩანგლით მოურიეთ და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ვანილი, კაკაო, ფქვილი, სოდა და მარილი. ბოლოს დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. კარგად მოურიეთ.
შედგით ჭიქა მიკროტალღურში 50% სიმძლავრეზე 1 წუთი და 50 წამიდან 2 წუთსა და 30 წამამდე (გააჩნია ღუმელის სიმძლავრეს), მთავარია ზედმეტად არ გამოშრეს და გამოხმეს.
ცოტა გააგრილეთ და თბილსვე დაადეთ ზემოდან ნაყინი, შეგიძლიათ შოკოლადის სოუსიც მოასხათ.

gemrielia.ge