ბადრიჯნის მომზადების ორიგინალური მეთოდი ბელა ალანიასგან
19:31:28     03-11-2015
შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია სოციალური ქსელის საშუალებით ბადრიჯნის მომზადების ორიგინალურ მეთოდს გვთავაზობს.
'ბავშვებს რომ აერევათ, ხოლმე დღე და ღამე, ასეა ჩემი საქმე. ამ ქილებში, ჩემი წუხანდელი ღამის ნაშრომია. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ რეცეპტი. ძალიან გემრიელია. ერთი "პორციიდან" გამოდის 6 ლიტრი.
საჭირო მასალა:
10 კგ ბადრიჯანი.
2 კგ ბულგარული წიწაკა ( წითელი ფერის სჯობს).
1,5 ხახვი( წითელი თხელკანიანი).
ზეთი, სჯობს სოფლის- 1 ლ.
ძმარი, მაღაზიის- 0,5 ლ.
სუნელები: ყვითელი, უცხო, ქინძი- თითო არყის ჭიქა.
ნიორი 4 თავი, მოზრდილი.
ბროწეული 3 ცალი.
მომზადება:
შევწვათ ცალ-ცალკე ბადრიჯანი და ბულგარული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოშუშვა არ უნდა. ხახვს დავასხათ ცხელი ზეთი-ძმრით, რომელსაც ავადუღებთ სუნელებთან ერთად. გავაჩეროთ მანამ, სანამ ხახვი არ "მოკვდება" , მერე ვამატებთ ბროწეულს, ყველაფერს ერთად ვურევთ და ქილებში ვტენით მჭიდროდ. სასურველია, მცირე მოცულობის ქილა იყოს.
მე ვდებ მაცივარში და ისე ვინახავ. გაზაფხულამდეც ინახება უსტერილიზაციოდ. გააკეთეთ და მიირთვით. ღმერთმა შეგარგოთ, თქვენი ბელა ალანია'.