ყაჩაღობა თბილისში - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

  18:50:22     02-11-2015

რამდენიმე წუთის წინ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 150 ათასი დოლარი.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი საინკასაციო მანქანით დატოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ს მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.