განსხვავებულად შემწვარი კარტოფილი საფენელით და ნივრით

  21:53:44     01-11-2015

ასე შემწვარი კარტოფილი ძალიან უხდება სალათებსა და ხორციან კერძებს და მას განსაკუთრებული, პიკანტური გემო აქვს.

ინგრედიენტები: საშუალო ზომის კარტოფილი 1 კგ ზეთი 4 სუფრის კოვზი ნიორი 4-5 კბილი საფანელი 4 სუფრის კოვზი მარილი გემოვნებით შავი პილპილი გემოვნებით ოხრახუში ერთი ღერი კამა ერთი ღერი
მოხარშეთ კარტოფილი. შეგიძლიათ კანიანად, ან გაფცქვნილი. გააგრილეთ. შემდეგ ამოავლეთ ზეთში, მარილში, პილპილში და დაჭყლეტილ ნიორში. მოათავსეთ პარკში, რომელშიც ჩაყრით საფანელს და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, რათა საფანელი თანაბრად მოედოს კარტოფილს. დაყარეთ ღუმელის ტაფაზე და შეწვით 180 გრადუსზე.

gemrielia.ge