საზარელი შემთხვევა კახეთში - ქმარმა ცოლი ცემა, დედამ კი ჩვილი გაგუდა
14:43:52     29-10-2015
საზარელი შემთხვევა მოხდა ორი დღის წინ კახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, 27 ოქტომბერს წნორში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ორსულ ქალს მშობიარობა დაეწყო და შინ იმშობიარა. ამის შემდეგ დედამ ჩვილი გაგუდა და გადააგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. უწყება აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზა ჩატარდება და ჩვილის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.
ამ დროისთვის საქმეზე არავინ არ არის დაკავებული.