ქობულეთში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს - წაღებულია 15 000 ლარი

  13:31:09     28-10-2015

ქობულეთის რკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.