მაიძულებდნენ მეყვირა ა** მინდა, მიხმარეთო - პატიმრის სკანდალური ჩვენება
13:46:04     27-10-2015
გაზეთი „ქრონიკა +“ იმ პატიმრების სკანდალურ ჩვენებებს აქვეყნებს, რომლებიც საკუთარ წამებაში ციხის მაშინდელ თანამშრომელს, ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებენ. გთავაზობთ ერთ-ერთი პატიმრის ჩვენებას.
მოწმე ი.რ -ს ჩვენებიდან:
დამაკავეს გურჯაანში. ციხეში ამიყვანეს ე. წ „ბოქსებში“ , სადაც დამხვდნენ ციხის თანამშრომლები, ვინმე ლადო ბედუკაძე , ბორის ფარულავა, რომელსაც ეძახდნენ „ბასტის“. გამოკითვხის დასრულების შემდეგ ბედუკაძემ მოიმარჯვა კამერა და ბორისს და ლექსოს მიმართა, რომ მე ვიყავი საღადაო მასალა და მთელი ღამე გაერთობოდნენ ჩემით. შემდეგ მომთხოვეს გამეხადა ტანზე და დავდგარიყავი ოთხზე. ასე დედიშობილა მატარეს 5-10 წუთის განმავლობაში, თან კამერით იღებდნენ და მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ხოხვის შემდეგ მითხრეს ავდგარიყავი ფეხზე, გავსულიყავი მოშორებით და იქიდან მეყვირა : ასო მინდა, მიხმარეთო, რაც მე ნაძალადევად გავაკეთე.
შემდეგ ბედუკაძემ გადადო კამერა, მოიმარჯვა შავი ფერის რეზინის ხელთათმანი და მითხრა გამეხადა შარვალი და ტრუსი და გადავხრილიყავი. აღნიშნულის განხორციელება მე არ მოვინდომე , რის გამოც სამივე პიროვნებამ ყურის ძირებში დამიწყო მუშტებით ცემა და თან მოითხოვდნენ ჩამეხადა შარვალი და ტრუსი და გადავხრილიყავი, რაც გარკვეული ცემის შემდეგ მე განვახორციელე. გადავიხარე რა უკნიდან მომადგა ლადო ბედუკაძე და უკანალზე მომადო რეზინის ხელთათმანწამოცმული ხელკეტი და ამისვა და ჩამომისვა რამდენჯერმე, შემდეგ მითხრა მივტრიალებულიყავი, როდესაც მისკენ მივტრიალდი ცდილობდა ეს ხელკეტი პირში ჩაედო ჩემთვის, მაგრამ მე პირს არ ვაღებდი,. რის შემდეგაც ბედუკაძემ რამდენჯერმე ტუჩებზე ამისვა და ჩამისვა ეს ხელკეტი.
შემდეგ მომთხოვეს გადავხრილიყავი, ბორის ფარულავამ მომაწოდა სიგარეტი და მომთხოვა უკანალში გამეკეთებინა, რაზეც მე უარი განვაცხადე. დამიწყეს ცემა, ამის შემდეგ მე დავემორჩილე და ჩემი ხელით უკანალში მოვითავსე სიგარეტის ღერი. მალევე მომთხოვეს სიგარეტი გამომეღო და მომეკიდებინა. ამ ყველაფერს ვიდეოკამნერით იღებდა ლადო ბედუკაძე.
ამის შემდეგ ცოტა ხანი დაისვენეს. მაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს, მირტყამდნენ და ლადო ბეუკაძე კისრის არეში მირტყამდა რეზინის ხელკეტს. ამგვარად მცემდნენ ერთი ორი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მომათავსეს ბოქსში, სადაც 4 დღე მეტლახის იატაკზე მეძინა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორი იყო ლადო ბედუკაძე, ბორის ფარულავა და ლექსო კი მის დავალებებს ასრულებდნენ.“
(მოამზადა ანა ავალიანმა "ქრონიკა +-ის" მიხედვით)
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას