რის გამო იხდიდა სასჯელს სოფო ბედიას ქმარი
23:09:27     26-10-2015
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მიშა მესხთან, რომელიც „პრაიმ ტაიმში“ დაიბეჭდა.
ჩვენი ინტერესი მის სტატუსს მოჰყვა, რომელიც სოფო ბედიას ქმარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აი რას წერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი თავის ფეისბუქგვერდზე.
„ჩემი სტატუსი არც ბოღმით არის სავსე და არც რაიმე ისეთით, მაგრამ ჩემი გულისტკივილი რომ არ ვთქვა, არ შეიძლება. ყველა იმ მომღერალს გაუმარჯოს, რომელიც „ოცნების“ მხარეზე იყო და დღემდე „ოცნებას“ უჭერს მხარს, მაგრამ ყველა იმ მომღერალს რა ვუთხარი, სააკაშვილის ფანები რომ იყვნენ და ახლა „ოცნების“ მხარეზე არიან. თქვენ მომღერლები კი არა, ტრ….ის მიმცემები ხართ. ხან იქით ხართ, ხან აქეთ. დღეს რომ ნათელაშვილზე ღადაობთ, ის რომ მივიდეს, იმასაც ტრ…ში შეუძვრებით. გული მწყდება იმაზე, რომ ბევრი ნიჭიერი მომღერალი არის დაბლოკილი.
მე ჩემს ცოლთან ერთად ათენში ვიყავი და ვერც ვიქნებოდით თბილისობის კონცერტზე, მაგრამ რა დააშვა ოთო ნემსაძემ, სალომე ბაკურაძემ ან ბევრმა სხვამ.
ნიაზ დიასამიძე, „კრუტოი ტიპი“ ხომ ამღერეთ, „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერას რომ ითხოვდა… მაგ ფარჩაკმა „იმედზე“ რატომ არ ამოიღო ხმა? თუ „იმედი“, გვარამიას თქმის არ იყოს, მართლა გადატრიალებას ახდენდა?
მეცოდებით, თქვე ტრ…ის მიმცემებო…“
– მიშა, შენ შეურაცხყოფა მიაყენე კონკრეტულ ადამიანებს. მე კიდევ კორექტულად გადმოვიტანე შენი სიტყვები გაზეთში…
– ნიკა გვარამიას თუ გულისხმობ, ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ნიკა გვარამიამ მაშინ, როცა მთავარი პროკურორი იყო, მოღალატეები და რუსეთის ჯაშუშები გვიწოდა, როცა ჩვენ სიტყვის თავისუფლებისთვის და ჩვენი აზრის გამოხატვისთვის ვიბრძოდით. მაშინ სპეცრაზმმა უმოწყალოდ დაგვარბია. ეს არ იყო შეურაცხყოფა? ეს ის ნიკა გვარამიაა, დღეს „რუსთავი 2“-ს რომ იცავს ვითომ. ნიკა გვარამიაც ისეთივე ჯალათია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები.
– ქართული კანონმდებლობით სიტყვიერი შეურაცხყოფა ისჯება. არ გეშინია?
– ერთადერთი, ღმერთის მეშინია, რომ ისეთი არაფერი შევცოდო, რომ არ მაპატიოს. სხვ არავისი და არაფრის მეშინია. ისეთი ბრძოლა და ცხოვრება გამოვიარე წინა ხელისუფლების დროს, რომ აღარაფრის მეშინია.
– რა გამოიარე?
– „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ვიყავი, 2004-5 წლიდან ძალიან ბევრი ტკივილი და ბევრი ტანჯვა. ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვიცავდი. ვითხოვდით გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯას. იყო გატაცებები, დაჭერები. ბოლოს 4 თვე პატიმარიც ვიყავი, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.
– ჩაგიდეს?
– არა, ჩემთან ჩადება გამორიცხული იყო. მთელი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ, სიგარეტიც კი არ მომიწევია, წამალზე და იარაღზე ზედმეტია ლაპარაკი. მე ვერაფერს ჩამიდებდნენ.
– ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის „ჩადებას“ ვგულისხმობდი…
– ჰო, ასე გამოდის, ჩამიდეს. ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარე ციხეში. საშინელებაა, როცა უსამართლოდ შვიდ კვადრატში ხარ გამომწყვდეული. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– მიშა, რომ არ ყოფილიყავი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, იგივენაირი იქნებოდა შენი რეაქცია ნიაზ დიასამიძის გამოსვლაზე?
– მე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ ვიყავი, მაგრამ მათი პოლიტიკა თავიდან მომწონდა. მაგრამ როცა ეკლესიებში შევარდნა და ადამიანებისთვის ქონების წართმევა დაიწყეს, აღარ მომეწონა. პროტესტმა გამომიყვანა ქუჩაში. არავის ეგონოს, რომ რომელიმე პარტიის მონა გავხდები. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ „ქართულმა ოცნებამ“ იგივე რომ გააკეთოს, რასაც ესენი აკეთებდნენ, მათ წინააღმდეგ გამოვალ. შეინახეთ ეს ჩანაწერი და გამახასენეთ თუ ოდესმე სიტყავს გადავალ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასე მესმის მე.
ნინო მჭედლიშვილი
http://primetimenews.ge/