იდეალური, ფუმფულა ბისკვიტი ტორტისთვის
19:32:06     26-10-2015
ინგრედიენტები:
კვერცხი
5
შაქარი
1 ჭიქა
ფქვილი
1 ჭიქა
ვანილი
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.
კვერცხები მოვათავსოთ ჯამში, გულიც და ცილაც ერთად. დავაყაროთ შაქარი და მაქსიმალურ სიჩქარეზე ავტქვიფოთ 5-10 წუთი. დრო დამოკიდებულია მიქსერის სიმძლავრეზე, შესაძლოა მეტიც დასჭირდეს. მასა კარგად უნდა აფუმფულდეს და მოცულობაში თითქმის 3-4 -ჯერ მოიმატოს. საბოლოოდ უნდა იყოს სქელი, წელვადი და მოთეთრო. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ვანილი. ფრთხილად, კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ქვემოდან ზემოთ მოძრაობებით.
გადავიტანოთ ფორმაში, რომელსაც ქაღალდი აქვს ჩაფენილი. გვერდებზე ცხიმის წასმა საჭირო არ არის, რადგან მშრალ კედლებზე ცომი უკეთ "დაიმაგრებს თავს" და უკეთ ამოფუმფულდება.
ვაცხობთ 25-30 წუთი, შემდეგ ტემპერატურას ვუკლებთ 150 გრადუსამდე და კიდევ 20 წუთით ვაგრძელებთ ცხობას.
საცხობად გამოვიყენოთ საშუალო ზომის ფორმა, ან შევარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა სისქის ბისკვიტი გვსურს. ცხობის დროც შესაბამისად შეიცვლება. გამომცხვარი ბისკვიტი დავასვენოთ 6-8 საათი ან მთელი ღამე და შემდეგ გამოვიყენოთ ტორტისთვის.
gemrielia.ge