"კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

  15:56:23     23-10-2015

საქალაქო სასამართლოში ე.წ "კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე საპაექრო სიტყვით წარსდგება.  მომდევნო პროცესზე კი შესაძლოა, მოსამართლემ საქმეში ბრალდებულ 5 მაღალჩინოსანს უკვე განაჩენი გამოუტანოს.

უხმაუროდ არც დღევანდელ პროცესს ჩაუვლია. ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ დაცვის მხარის გამოსვლა შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს.

„ადვოკატის ყველა სიტყვაში მიმდინარეობდა მიცვალებულების დისკრედიტაცია,“ - განაცხადა იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა.

ადვოკატების აზრით, ბრალდებულების მიმართ განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუვნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს.