პუტინი შეშინებულია - "ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთს საფრთხეს უქმნის"
14:08:40     23-10-2015
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის ბირთვულ პოტენციალს საფრთხეს უქმნის, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"იმ რაიონში, სადაც ანტისარაკეტო სისტემა უნდა განლაგდეს, ეფექტურად შესაძლოა შემტევი და დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსის განთავსებაც, რაც რუსეთს საფრთხეს უქმნის"– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, ამერიკელ სპეციალისტებს ეს ფაქტორები გათვლილი აქვთ, თუმცა ვაშინგტონი მოსკოვის შეშფოთებას უგულებელყოფს.
მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეული პროგრესი შეინიშნება რაც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ახალი შეთანხების გაფორმებით გამოიხატება. ეს შეთანხმება შეიძლება ითქვას, ერთადერთი პროგრესია უკანასკნელ პერიოდში რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების წინსვლაში და ისიც მხოლოდ ბარაკ ობამას "რბილი პოლიტიკის" დამსახურებაა.
სანამ რუსეთი ბირთვეული პოტენციალის მოსალოდნელ საფრთხეებზე ღელავს, სხვა ქვეყნები სწორედ ამ პოტენციალის გამო გამოთქვამენ შეშფოთებას.
რუსეთის სამხედრო ამბიციების აპროტესტებენ იაპონიაში. ოფიციალური ტოკიო არ იწონებს ინიციატივას,რომელიც რუსეთ–იაპონიის სადავო ტერიტორიაზე, კურილის კუნძულებზე, სამხედრო ბაზის აშენებას ითვალისწინებს.
ამ გეგმის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა. იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ სადავო ტერიტორიაზე ბაზის აშენების გეგმა რეალურია, ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც ტოკიო არ დაუშვებს.
იაპონიაში ინიციატივას სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ. ტოკიო მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.