ბრიუსელში საქართველოს მოქალაქემ მეუღლე შვილების თანდასწრებით მოკლა

  09:40:50     23-10-2015

ბრიუსელში, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი მეუღლე შვილების თანდასწრებით მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მოკლულ ხათუნა ტ.-ს მეუღლე პოლიციას თავად ჩაბარდა. ხათუნა ტ.-ს სამი შვილი დარჩა, მათ შორის ერთი 2 წლის.

ქარდავას ცნობითვე, მკვლელობის შემდეგ, სასწრაფო დახმარება თვითმხილველმა ბავშვებმა გამოიძახეს, თუმცა ხათუნა ტ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შემდეგ, ბრალდებული მიიმალა. პოლიციამ ძებნა გამოაცხადა, თუმცა, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.