ოთხმაგ მკვლელობაში ბრალდებული ქართველი ბიზნესმენი კიდევ 6 კაცის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

  10:49:12     22-10-2015

გამოძიება კრასნოგორსკში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაში ბრალდებული ქართველი ბიზნესმენის ამირან გიორგაძეს მონაწილეობას ადრე მომხდარ სხვა მძიმე დანაშაულებებშიც არ გამორიცხავს. სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს იმ გაუხსელი საქმეები შესწავლა, რომლებშიც შესაძლოა გიორგაძე მონაწილეობდა.

განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ ავტოსერვისის მფლობელის იგორ შრამჩენკოს და კანონიერი ქურდის დავით მელქაძის მკვლელობის საქმეს, რომლებშიც სწორედ გიორგაძეა ეჭვმიტანილი.

გიორგაძის ბრალეულობას ეძებენ 2013 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბელორუსიის პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეშიც. ქართველი ბიზნესმენის გვარი ასევე იკვეთება კრასნოგორსკის მთავარი არქიტექტორის და ადგილობრივი დეპუტატის მკვლელობის მასალებშიც.

შრამჩენკო 2015 წელს საკუთარ ეზოში სასიკვდილოდ დაჭრეს, გარდაცვალებამდე მან მოასწრო ეთქვა საკუთარი მეუღლისთვის, რომ მკვლელს იცნობდა, თუმცა გვარის დასახელება აღარ დასცალდა.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ შრამჩენკომ გიორგაძეს სასამართლოში საქმე მოუგო და სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი.
რაც შეეხება ქართველ კანონიერ ქურდს დავით მელქაძეს ის 2014 წლის იანვარში ჩაცხრილეს.

სამართალდაცავები ვარაუდობენ რომ მელქაძე გიორგაძეს სხვადასხვა საკითხის "მოგვარებაში" ეხმარებოდა და მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ასევე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კრასნოგორსკის სამი მაღალჩინოსანი, ისინი ავარიაში მოყვნენ და გამოძიების ცნობით, მათი მანქანა შესაძლოა სპეციალურად იყო დაზიანებული.

ასე რომ, გიორგაძის "ანგარიშზე" საკმაოდ ბევრი გვამია.

მისი მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი კი, რომელიც გამოძიებას საკუთარი ნებით ჩაბარდა მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის არის ბრალდებული

"კრასნოგორსკელი მსროლელის" სახელით ცნობილი ამირან გიორგაძე ყველას იშორებს, ვინც გზაზე გადაუდგება. სამართალდამცავები მას ჯერ კიდევ ეძებენ.