როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი ამირან გიორგაძემ? - პოლიციას ერთი ვერსია აქვს

  14:25:51     21-10-2015

სამართალდამცველები 4 პირის მკვლელობაში ბრალდებული ბიზნესმენის ამირან გიორგაძის "გაუჩინარებას" იმით ხსნიან, რომ ის შემთხვევის ადგილიდან გამვლელ მანქანებს გაჰყვა.

"არსებობს მოსაზრება, რომ ძებნილი გიორგაძე უკვე აღარ იმყოფება მოსკოვის ოლქში, მას შეეძლო რეგიონის ტერიტორიის დატოვება გამვლელი მანქანების საშულებით, მათ შორის დიდი ტრაილერების საშუალებითაც."- აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

მას შემდეგ რაც საკუთარი ბიზნესპარტნიორი, კრასნოგორსკის მხარის ორი მაღალჩინოსანი და შემთხვევითი გამვლელი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა, გიორგაძე მიიმალა და მისი პოვნა  დღემდე ვერ ხერხდება.

ოთხმაგ მკვლელობას სამართალდამცავები ქართველ ბიზნესმენსა და მხარის ადმინისტრაციას შორის ფინანსურ საკითხზე დავას უკავშირებენ.