მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სავარაუდო დამნაშავეს მფარველობს - სკანდალური საქმის დეტალები
13:42:51     21-10-2015
8 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსის მძღოლი, 47 წლის მამუკა ბერიშვილი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მას თავში ბლაგვი საგნით დარტყმა მიაყენეს.
იმავე
საღამოს, ადგილობრივმა საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით, ლევან ს. დააკავა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ის
მოგვიანებით, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მითითებით
გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას "იდენტობა"ავრცელებს.
თბილისი-მარტვილის მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტში საღამოს ჩავიდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე ბიჭმა მიკროავტობუსის საბარგული გააღო და ჩანთების წაღება სცადა, რის შემდეგად ბერიშვილსა და ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა.
შელაპარაკებისას ბერიშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტეს, რის შემდეგაც ის მიკროავტუბუსში ჩაჯდა, დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმი ნათელა ნაჭყებია, რომელიც 8 ოქტომბერს გამოძახებაზე მარტვლის ცენტრში გავიდა, “17 მაისთან” ამბობს, რომ ბერიშვილი მათ გარდაცვლილი დახვდათ. გარდა ამისა, ნაჭყებია იმასაც ამბობს, რომ მათ გარდაცვლილის თავის არე არ შეუმოწმებიათ, ვინაიდან სისხლის კვალი მხოლოდ პირის არეში აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ექიმის თქმით, დარტყმა შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო, მაგრამ ჭრილობა არ ჰქონოდა და ვერც შეემჩნიათ.
“გარდაცვალების მიზეზი ჩვენთვის უცნობია. გამოძახებიდან ათ წუთში ჩვენ დანიშნულების ადგილას ვიყავით. პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ ეს უშედეგო იყო. პაციენტს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება დატყმას, თავის არეში ჰქონდა თუ არა ჭრილობა, არ ვიცით, სისხლის კვალი მხოლოდ პირის კუთხეში აღენიშნებოდა. თავის არეში სისხლი არ გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, დარტყმა მიყენებული არ შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაძლოა, დარტყმას ჭრილობა არც გამოეწვია”, – ამბობს ნათელა ნაჭყებია “17 მაისთან” საუბარში.გაგრძელება იხილეთ ბმულზე.