ტუტანჰამონის ნიღაბს მუშებმა ფრაგმენტი მოტეხეს - ისტორიულ ნივთს რესტავრაცია ჩაუტარდება

  12:52:19     21-10-2015

კაიროს მუზეუმმა ტუტანჰამონის ნიღაბი საგამოფენო დარბაზიდან საცავში გადაიტანა და მისი რესტავრაცია დაიწყო. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2014 წელს მუზეუმის განათების სარემონტო სამუშაოების დროს მუშებმა არტეფაქტი შემთხვევით დააზიანეს.

მათ ნიღაბს წვერის ფრაგმენტი მოტეხეს და დანაშაულის დასაფარად ის წებოთი მიამაგრეს. ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბს რესტავრაციას გერმანელი და ეგვიპტელი სპეციალისტები ჩაუტარებენ.

ექსპერტების თქმით, პროცესი 2 თვეს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტები იმასაც დააზუსტებენ, თუ რა ტექნოლოგიით დამზადდა სამი ათას სამასი წლის წინ ფარაონის ნიღაბი.