კრასნოგორსკში ჩადენილი ოთხმაგი მკვლელობის მოტივი და დეტალები ცნობილია

  12:13:40     21-10-2015

კრასნოგორსკში ჩადენილი ოთხმაგი მკვლელობის მოტივი და დეტალები უკვე ცნობილია. ქართველი ბიზნესმენი, უკვე "კრასნოგორსკელი მსროლელის" სახელით ცნობილი, ამირან გიორგაძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბიზნესიდან გასვლის საკომპენსაციოდ 20 მილიონ დოლარს ითხოვდა.

"კრასნოგორსკელ ჩინოვნიკები ახდენდნენ ზეწოლას გეორგაძეზე, რათა ის გასულიყო მოსკოვის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რაიონის სამშენებლო ბიზნესიდან", — ამბობს გამოძიების წყარო.

მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის კაბინეტში, სადაც მკვლელობა მოხდა, გიორგაძესთან ერთად მისი მძღოლი შოთა ელიზბარაშვილიც იმყოფებოდა ჩანთით ხელში, სწორედ ამ ჩანთაში იყო მკვლელობის იარაღი — "საიგა".

გიორგაძემ იარაღის მუქარით აიძულა კარაულოვი გამოეძახებინა საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ბორის რასკაზოვი და "კრასნოგორსკის ელექსტროსისტემის" მმართველი კოტლიარენკო. ეს უკანასკნელი კაბინეტში მართლაც მივიდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი სამუშაო ადგილზე არ აღმოჩნდა და სწორედ ამან იხსნა მისი სიცოცხლე.

როცა გიორგაძეს საკომპენსაციო თანხაზე უარი უთხრეს, მან ორივე პირი სასტიკად სცემა, თან საკუთარ მძღოლს უბრძანა ეს ყველაფერი კამერაზე აღებეჭდა. შემდეგ იარაღი აიღო და ორივე მათგანი მოკლა. გიორგაძემ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

ამის შემდეგ მძღოლმა "კრასნოგორსკელი მსროლელი" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახლისკენ წაიყვანა. ის აპირებდა რასკაზოვს იქ გასწორებოდა. დასახლებაში მისვლისას გიორგაძემ მოკლა კიდევ ერთი ადამიანი, უბრალო გამვლელი, რათა მოწმე თავიდან მოეშორებინა. შემდეგ გაირკვა რომ მკვლელის მსხვერპლი გაზეთ "Московский комсомолец-ის" დაცვის თანამშრომელი აღმოჩნდა.

სახლში დაბრუნებისას გიორგაძემ საკუთარი პარტნიორი ტრისტან ზაქაიძეც მოკლა, იმის შიშით, რომ ზაქაიძე მას გასცემდა. ამ მკვლელობის შემდეგ ბიზნესმენი საკუთარმა მძღოლმა დატოვა და პოლიციას ჩაბარდა, მკვლელი კი მიიმალა.

პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.