რუსეთში 4 პირის მკვლელობისთვის ბრალდებულ ქართველ ბიზნესმენს ეძებენ (ახალი დეტალები)

  12:41:37     20-10-2015

პოდმოსკოვიეში პოლიციელებმა ავტომობილი "რენჯ როვერი" აღმოაჩინეს, რომლითაც  4 პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენი ამირან გეორგაძე მიიმალა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დადგენილია იარაღის ტიპიც, რომლითაც გეორგაძემ მის პარტნიორ ტრისტან ზაკაიძეს ესროლა, ეს სანადირო იარაღად დარეგისტრირებული "საიგაა".

ცნობილი გახდა, რომ პოლიციას ჩაბარდა მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი, რომელიც გეორგაძის თანამზრახველად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ის საქმეში მოწმის სახითაა ჩართული.

როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, ელიზბარაშვილმა დაკითხვისას თქვა, რომ აცილებდა გეორგაძეს შემთხვევითი გამვლელის მკვლელობის მომენტამდე, რის შემდეგაც "შეეშინდა და გადაწყვიტა თვითონვე მისულიყო სამართალდამცავ ორგანოში".

ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი ჯერ დაუდგენელია, რუსული პოლიცია ძიებას კრასნოგორსკისა და ადინცოვსკის რაიონებში აგრძელებს."

ბიზნესმენმა ამირან გეორგაძემ, რომელიც კრანსოგორსკის რაიონში ობიექტების მშენებლობას ახორციელებდა, 19 ოქტომბერს რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე და "კრასნოგორსკის ელექტრონული ქსელის" ხელმძღვანელი დახოცა. მისი შემდეგი მსხვერპლი შემთხვევითი გამვლელი გახდა, რომელიც ბიზნესმენმა მანქანით მიმავლვისას მოკლა.

მოგვინებით, პოლიციამ გეორგაძის სახლში მისი პარტნიორის ტრისტან ზაკაიძის გვამიც აღმოაჩინა. როგორც ძალოვანი სტრუქტურები იუწყებიან, გეორგაძე კრასნაგორსკის მხარის მეთაურის ბორის რასკაზოვას მოკვლასაც აპირებდა. თანამდებობის პირი ამ დროისთვის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.