ნატომ მასშტაბური ერთობლივი წვრთნები დაიწყო
09:31:10     20-10-2015
ნატომ ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვის აკვადორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში
ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნების გახსნის ცერემონია
იტალიის სამხრეთში სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა.
ერთობლივი სწავლება იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე, ასევე ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს 36 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. სწავლებებში 70 სამხედრო ხომალდი, 230 ერთეული ჯავშანტექნიკა და 140 ავიაგამანადგურებელი იქნება ჩართული.