რუსეთი სირიის ოპოზიციას რამდენიმე ფრონტზე უტევს - მსოფლიო კრემლის ქმედებებს გმობს
11:31:53     19-10-2015
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ხომალდებმა გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 51 სამიზნე გაანადგურა სირიაში, რომლებიც რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფების მიერ კონტროლდებოდა. მათ იერიში მიიტანეს ჰამასა და ლატაკიას რეგიონებზე, ასევე ქალაქებზე - დამასკო და ალეპო.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2 კვირის წინ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, შეტევებს ახორციელებს უკვე რამდენიმე ფრონტზე ქვეყნის ტერიტორიაზე.
დამკვირვებლების თქმით, რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით სირიის სამხედრო ძალებმა ალეპოს რეგიონში რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ალეპოს სამხრეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 17 სამხედრო პირი, 8 ჯარისკაცი და მთავრობის სამსახურში მყოფი 4 შეიარაღებული პირი. სამთავრობო ძალები აკონტროლებენ ალეპოს ნაწილს, მეორე ნაწილი კი კვლავ ამბოხებულთა მიერ არის დაკავებული.
მსოფლიო რუსეთის ქმედებებს გმობს, კრემლი კი ირწმუნება, რომ ის მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ანადგურებს, თუმცა, ფაქტები მეტყველებს, რომ შეტევები ძირითადად ასადის ოპოზიციის ობიექტებზე ხორციელდება, რის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება.