წარმოუდგენლად გემრიელი კარტოფილი ნივრით

  21:33:48     18-10-2015

ინგრედიენტები: კარტოფილი 2 ცალი ნიორი 2-3 კბილი ოხრახუში 4-5 ღერი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით ზეთი შესაწვავად
1. მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით სიბრტყეზე თხლად.
2. ზეთიან ტაფაზე მოწვით დაჭრილი ნიორი, რომ შეწითლდება დააწყვეთ ზემოდან დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და დაჭრილი ოხრახუში. ჩანგლით დააწექით რათა მიეკრას კარტოფილს. რომ შეიწვება გადააბრუნეთ და შებრაწეთ მეორე მხრიდანაც.

გემრიელად მიირთვით!