კენკრა კალათაში

  11:01:58     31-03-2011

მასალა: კენკრა – 300 გრამი. ცომისათვის: ფქვილი – 3 სუფრის კოვზი, შაქარი – 2 სუფრის კოვზი, დაჭრილი ნიგოზი – 100 გრამი, კარაქი 25 გრამი. კრემისათვის: ხსნადი ყავა – 1 ჩაის კოვზი, შაქარი – 125 გრამი, კარაქი – 80 გრამი.   

 

ფქვილს დავამატოთ კარაქი შაქრით, ნიგოზი და მოვზილოთ ცომი. ცომი მაცივარში გავაჩეროთ 30 წუთი. შემდეგ მოვათავსოთ ცხიმწასმულ პერგამენტზე და ვაცხოთ 3-4 წუთი, 180 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე. ჭიქით გამოვჭრათ ცომი და მივცეთ კალათის ფორმა. გავაცივოთ. კრემისათვის მოვამზადოთ სიროფი: 65 გრამ წყალს დავამატოთ ყავა და შაქარი, მიღებულ ნარევს კი - ათქვეფილი კარაქი. კალათაში მოვათავსოთ კრემი და კენკრა.