ძარცვა - მიხეილ მჟავანაძეს სახლში შეუვარდნენ, ცემეს და თხილის მოსავალი წაართვეს
10:16:48     15-10-2015
გურიაში მორიგი ძარცვა მოხდა. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, 85 წლის მიხეილ მჟავანაძის სახლში ნიღბიანები გვიან ღამით შევარდნენ და მოხუცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მძარცველებმა, ნაცემი მჟავანიძის სახლიდან თხილის მთელი მოსავალი წაიღეს.
პოლიციას, ძარცვაში ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ დაუკავებია.
დაზარალებული მჟავანაძე აცხადებს რომ რეგიონში დანაშაული გახშირდა.