დაუდასტურებელი ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი მოკლეს

  11:45:58     12-10-2015

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ავიაიერიშების შედეგად ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 8 მეთაური დაიღუპა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი.

„ერაყის საჰაერო-სამხედრო ძალებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაცვაზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც თავად ბაღდადი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა მეთაურებს ხვდებოდა. ალ-ბაღდადის ბედი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. იგი მანქანით წაიყვანეს“, - ნათქვამია „როიტერის“ სტატიაში, რომელიც ინფორმაციას IRNA-ს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციითვე, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერებზე ავიაიერიში ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს.