ხარძიანის შვილი მოკლული ბიზნესმენის მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებს
15:05:35     09-10-2015
1TV-ის ინფორმაციით, ბესარიონ ხარძიანის უფროსი ვაჟი მოკლული ბიზნესმენის მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებს. მიხეილ ხარძიანის განცხადებით, ეკა ნონიკაშვილმა ქორწინების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ქონების ნაწილი გაასხვისა.
მისი თქმით, უძრავი ქონება, რომელიც აუდიტის მიერ 3 მილიონ ლარზე მეტად იყო შეფასებული, ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად 2 ადამიანზე გაიყიდა, რითიც პირველი ქორწინების დროს შეძენილი შვილების სამემკვიდრეო უფლებები დაირღვა.
ადვოკატის განცხადებით, სამემკვიდრეო წილის გაყოფამდე ამ ქონების გასხვისებით კანონი დაირღვა, ამიტომ ისინი პროკურატურას საქმით დაინტერესებას სთხოვენ და დღეს ამ მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოს ოფიციალურად მიმართავენ.