რა უჯდება აშშ-ს ლიბიის ოპერაცია?
11:21:02     30-03-2011
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ლიბიის სამხედრო ოპერაციაზე დახარჯული თანხების მონაცემები გამოაქვეყნა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ქეთლინ ქესლერის თქმით, ხაზინა დაახლოებით 550 მილიონი დოლარით შემცირდა.
ციფრები, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, რადგან ხარჯები სრულყოფილად არ დაუთვლიათ. მაგალითად, ამერიკელი სამხედროების ხელფასები, ამ 550 მილიონში არ შესულა.
ქესლერი აღნიშნავს, რომ თანხის 60 პროცენტი დაიხარჯა აღჭურვილობაზე, საბრძოლო მასალებზე და საბრძოლო მოქმედებების რაიონში სამხედრო ძალების გადაადგილებაზე. ამერიკელმა სამხედროებმა ლიბიის მიმართულებით 192 მფრინავი რაკეტა “ტომაჰავკი” გაუშვეს (მათი ღირებულება, საერთო ჯამში, შეადგენს 1-დან 1,5 მილიონ დოლარამდე თანხას).
პენტაგონი არ გამორიცხავს, რომ თუ ოპერაცია ლიბიაში დროში გაიწელება, ხარჯებმა, შესაძლოა, თვეში 40 მილიონი დოლარი შეადგინოს. როგორც ცნობილია, ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, ბელგია, იტალია და სხვა ქვეყნები.