ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან - "მათ დაახლოებით 20-მდე გასროლა განახორციელეს"

  15:15:05     08-10-2015

დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ სროლის ხმა ისმოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 2 უცნობი პირი ავტომობილს ფეხით მისდევდა და თან ესროდა, მათ დაახლოებით 20-მდე გასროლა განახორციელეს.

ამის შემდეგ, ავტომობილი სახლს შეეჯახა, თუმცა დაშავებული არავინაა. ტყვია მოხვდა სასტუმრო "რედისონის" კაზინო "ივერიას" ფანჯარას.  შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.

თაბუკაშვილზე საპატრულო ეკიპაჟები ახლაც მობილიზებულია, მოკვლევას ატარებენ კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.