საერთაშორისო სახლი - ინგლისურის შესწავლა ხარისხიანად

  11:16:31     06-10-2015

 ინგლისურის შესწავლა  ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. ენის შემსწავლელები ხშირად წლების განმავლობაში სწავლობენ ენას, მაგრამ კომუნიკაცია მაინც უჭირთ. საერთაშორისო სახლი ენის შესწავლას  ხარისხიანად უზრუნველყოფს. სწავლება თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს და დიდი ყურადღება სწორედ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ექცევა.

  საერთაშორისო სახლში ინგლისურის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით ხდება; ზოგადი ინგლისურის კურსები დონეების მიხედვით, საერთაშორისო გამოცდებისათვის მომზადება, ინგლისურის კურსი სპეციალურად ბავშვებისთვის და მოზარდებისათვის, ბიზნეს ინგლისურის შესწავლა, პროფესიული ინგლისური ჟურნალისტიკის, ფინანსებისა და მედიცინის სფეროებში.

  ცენტრში ახალი მსმენელების მიღება უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს სკოლის მოსწავლეების და მოზრდილი სტუდენტების რეგისტრაცია ახალ სასწავლო კურსზე. ინგლისურის შესწავლის მსურველებს ონლაინ შეუძლიათ გაიარონ ენის ცოდნის დასადგენი ტესტი www.ihtbilisi.ge, შეარჩიონ სასურველი სასწავლო კურსი და ონლაინ ჩაირიცხონ.