ახლო აღმოსავლეთში ომია - რუსეთმა სირიაში ახალი ავიაიერიშები განახორციელა
16:54:25     02-10-2015
რუსეთმა სირიაში ახალი ავიაიერიშები განახორციელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ იერიში "ისლამური სახელმწიფოს" 12 ობიექტზე მიიტანეს, დაბომბეს სამეთაურო პუნქტები და საკომუნიკაციო ცენტრი ალეპოსა და ჰამას პროვინციებში.
ეს რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და ჯერჯერობით მისი ალტერნატივა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტრომ გუშინაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა "ისლამური სახელმწიფოს" შტაბბინა დაბომბებს, თუმცა, სირიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, რეგიონში, რომელზეც იერიში მიიტანეს, მებრძოლები საერთოდ არ იყვნენ და ავიაშეტევას მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
რუსეთის მტკიცებით, ის სირიაში ტერორიზმს ებრძვის, თუმცა ვაშინგტონი ირწმუნება, რომ მისი მჭიდრო თანამშრომლობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმთან კონფლიქტს უფრო აღრმავებს.
ამერიკულ მხარეს მიაჩნია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ასადისთვის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ძალაუფლების შენარჩუნებაა.