რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს, 36 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა
10:59:37     01-10-2015
გუშინ რუსეთმა სირიაში პირველი საჰაერო იერიში განახორციელა, თუმცა ის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სულაც არ იყო მიმართული.
როგორც სირიის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხალედ ჰოჯამ მედიას განუცხადა, იმ ქალაქებში, რომლებზეც რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა, "ისალმური სახელმწიფოს" მებრძოლები უკვე წელიწადზე მეტია აღარ არიან და არცერთი ქალაქი მათ კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის.
ჰოჯამ ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმებისას 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ცხადია, ეს მონაცემები არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას. მათი მტკიცებით, დარტყმა სწორედ ISIS-ს მიადგა.
რუსეთმა საჰაერო შეტევა ქალაქებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო საავიაციო-სამხედრო ძალები სირიაში შეეყვანა.