სნაიპერული ომი ჩეჩნეთში
11:58:43     29-03-2011
1994-96 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, აღმოჩნდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საერთოდ არ იყვნენ მომზადებულნი სნაიპერული ომის წინააღმდეგ. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ, საბრძოლო ოპერაციების წარმოებისას, დაჭრილების 26 პროცენტი, ჩრდილოკავკასიელი სნაიპერების მსხვერპლი აღმოჩნდა.
ჩეჩენი მებრძოლები კი, ასეთი ტიპის ომისათვის, დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ: სწავლობდნენ ტაქტიკას, პოზიციების მომზადებას... მათ მობილური ჯგუფები მოამზადეს, რომელშიც შედიოდნენ: ნაღმმტყორცნელი, მეტყვიამფრქვევე და ორი მებრძოლი შაშხანით.
მაშინ ჩეჩნებმა, გროზნოს მიდამოებში, რუსი ჯარისკაცები სნაიპერული ომის ხელოვნებას “აზიარეს.” ამ მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს პროფესიონალურად მომზადებული სნაიპერული კადრების საშუალებით წარმოებული საომარი მოქმედებები.
ეს ტაქტიკა ჩეჩნებმა ჩეჩნეთის მეორე ომის დროსაც გამოიყენეს. სნაიპერული ომი ჩეჩნეთსა და დაღესტანში, ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება. მარშრუტები და სიმაღლეები სნაიპერებისათვის, მათ საუკეთესოდ აქვთ შერჩეული.
რუსები თავად აღიარებენ, რომ ჩრდილო კავკასიაში, მსგავსი პარტიზანული ქმედებების წინააღმდეგ გამკლავება ფედერალურ შეიარაღებულ ძალებს უკიდურესად გაუჭირდათ, რაც რუსული, მთელი რიგი ოპერაციების წარუმატებლობის მიზეზი გახდა.