ტყემალაძე: „ყველაზე ეფექტური მთავრობაა და ეფექტური ანაზღაურება სჭირდება“

  13:39:36     30-09-2015

სტატისტიკის მიხედვით, სამთავრობო ხარჯებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. ანუ, ჩვენ ქვეყანაში, მთავრობა, პირად ხელფას-პრემია-დანამატებზე, კაბინეტების კეთილმოწყობაზე, ავტომობილებსა და სხვა „აუცილებელ ნივთებზე“, ავტორიტარული რუსეთის ხელისუფლების შემდეგ, ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს.

ამავე სტატისტიკით და კიდევ უფრო გაღარიბებული ხალხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში.  ცხადია, გაზრდილია სახელმწიფო ჩინოვნიკების ანაზღაურებაც.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის, გაძვირებული ცხოვრების, გაუფასურებული ლარისა და გაზრდილი სამთავრობო ხარჯის ფონზე კი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი სახე, შევარდნაძის ძირმომპალი მმართველობის ყოფილი მეხოტბე, ზურაბ ტყემალაძე, „საოცნებო ხელისუფლების“ მისამართით აცხადებს: „ყველაზე ეფექტური მთავრობაა და ეფექტური ანაზღაურება სჭირდება“. 

ე.ი. შევარდნაძის დროინდელი „ცეხავიკი“, რომელმაც ოცნება ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო, არათუ არ წუხს იმის გამო რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კოლოსალურ პრემია-დანამატებს იწერენ და ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობენ, რაც, ექსპერტთა განცხადებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი პირობაცაა, არამედ ამბობს რომ „ასეც უნდა იყოს“.