თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  11:08:54     30-09-2015

თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ბექა ა. დააკავეს.

შსს-ს ცნობით,ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბრის ღამეს  "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა.ამის შემდეგ, ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დაკავება რამდენიმე დღის შემდეგ თელავის რაიონის სოფელ ოჟაიოში შეძლეს, მათ ამიღეს მკლველობის იარაღი. დაკავებულმა აღიარა დანაშაულიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.