ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს
15:53:17     29-09-2015
ავღანეთში დაღუპული ქართველი რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
სამგლოვიარო ცერემონია ეკლესიიდან დაიწყო და მასში ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გუშინ და დღეს კი ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. დაღუპულების ოჯახს უბრალო მოქალაქეები, ჯარისკაცები, ყულჯანიშვილის მეგობრები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უსამძიმრებდნენ.
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს პატივი მიაგო ამერიკის ელჩმა მეუღლესთან ერთად.
„დღეს აქ ამერიკელი ხალხის სახელით ვარ, რათა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო. საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გამორჩეული შვილი. ამ სამწუხარო დროს, ვასილის ოჯახს და ქართველ ხალხს ვუსამძიმრებთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთ მწუხარების ჟამს ამერიკა თქვენს გვერდითაა,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯები სრულად სახელმწიფომ დაფარა.
შეგახსენებთ, რომ ყულიჯანაშვილი ავღანეთში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი სამხედრო, სერჟანტი პაატა როსტობაია კი დაშავდა. ის მკურნალობის კურსს ამ დრომდე გერმანიაში გადის.