"ეს შურისძიებაა" - ეს წარწერა მამაკაცმა ექიმების მკვლელობის მერე კარდიოგრამაზე დატოვა
15:49:04     29-09-2015
"ეს შურისძიებაა" - ეს წარწერა ბოროტმოქმედმა მას მერე დატოვა, რაც ყირიმის სასწრაფო დახმარების ექიმები მოკლა.
შემთხვევა სიმფეროპოლში, შაბათს საღამოს მოხდა.
მკვლელობის იარაღი ნაპოვნი არ არის. სავარაუდოდ, მამაკაცმა ექიმები სანადირო თოფით მოკლა.
სასწრაფო დახმარების ორი ექიმი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაჭრილია.
როგორც ადგილობრივი კორესპონდენტები იუწყებიან, მკვლელის ვინაობა ცნობილია, ის 55 წლის სიმფეროპოლის მკვიდრია. ჟურნალისტების ინფორმაციით, მამაკაცს ადრე მიკროინსულტი ჰქონდა გადატანილი, ამიტომ დღეში რამდენჯერმე იძახებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ერთ-ერთი ასეთი გამოძახების დროს, მან ცეცხლი გაუხსნა ექიმებს, მერე კი თავისივე კარდიოგრამაზე წარწერა დატოვა- "ეს შურისძიებაა - ის გულზე მაწვებოდა".
მკვლელობის მერე, მამაკაცი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მიმდინარეობს მისი ძებნა.
mediamall.ge