"ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა"
14:21:13     29-09-2015
ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა - ამ ლოზუნგით დღეს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სამინისტროს
შენობასთან მიტანილი ჰქონდათ ბოლო თვეებში მომხდარი დანაშაულების
სტატისტიკა. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ამბობდა, რომ პროკურატურა
მკვლელებს მფარველობს.
შს სამინისტროსთან აქცია-მანიფესტაცია ხმაურით დაიწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებმა სამინისტროში შესასვლელი სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. აქციის დასასრულს კი ადგილზე დაუდგენელი პირი მივიდა და ერთ-ერთ ორგანიზატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მალევე განიმუხტა
სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი დააკავეს. აქციის ორგანიზატორი "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" იყო.