მორიგი კრიმინალური გარჩევა - ავჭალაში ორი მამაკაცი დაჭრეს

  09:44:59     29-09-2015

სისხლიანი ინციდენტი დაფიქსირდა ავჭალაშიც. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ავჭალაში, შელაპარაკებისას, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. 

ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ერთ-ერთი კლინიკა "ლანცეტში" მკურნალობს. მას ფეხისა და ფილტვის არეში აღენიშნება დაზიანებები. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შედარებით მსუბუქადაა დაჭრილი მეორე პიროვნება. ის ღუდუშაურშია მოთავსებული.