ახალი დეტალები სროლის ადგილიდან - დაჭრილები ბიზნესმენები არიან
23:43:35     28-09-2015
თბილისის ცენტრში დაჭრილია ორი მამაკაცი. ერთი თავის არეში, მეორე კი ფეხშე. აქედან როგორც ცნობილია, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათთვის უცნობმა მამაკაცმა ოთხჯერ გაისროლა და ავტომანქანაში მსხდომ ორ მამაკაცს ესროლა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი იყო ორივე მათგანი, ერთი შედარებით მსუბუქად და მეორე შედარებით მძიმედ, რომელიც საავადმყოფოში ერთ-ერთმა გამვლელმა მანქანამ წაიყვანა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლას წინ ინციდენტი არ უძღოდა. ცნობილია, რომ მსროლელმა სროლის ადგილი ფეხით დატოვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაჭრილები ბიზნესმენები არიან. არაა გამორიცხული აღნიშნული შემთხვევა მათ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.
"რუსთავი 2"