ფინიკის კექსი მუსკატით

  11:26:59     29-03-2011

მასალა: შაქარი – 370 გრამი, ხორბლის ფქვილი – 250 გრამი, სოდა – 1 ჩაის კოვზი, კარაქი – 125 გრამი, რძე 185 გრამი, კვერცხი – 2 ცალი, გახეხილი მუსკატის კაკალი – 1 ჩაის კოვზი, დაჭრილი, გამხმარი ფინიკი – 375 გრამი, შაქრის ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად.

 

300 გრამი შაქარი, ფქვილი და სოდა ავურიოთ ერთმანეთში. დავამატოთ კარაქი და მიქსერით ავთქვიფოთ. რძეს დავამატოთ კვერცხი, მუსკატის კაკალი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ცომი და ეს ნარევი კიდევ 10 წუთი ერთად ავთქვიფოთ. ჩავუმატოთ ფინიკის ნაწილი. ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ ეს მასა და 55 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. გამომცხვარი კექსი გავაციოთ, მოვაყაროთ დარჩენილი ფინიკი, შაქარი და შევდგათ ცხელ ქურაში მანამ, ვიდრე შაქარი დნობას არ დაიწყებს. მომზადებულ კექსს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.