აფხაზეთში არსებული სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიისაკუთრა
12:00:00     24-09-2015
ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა განაცხადა.
იგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვდა აფხაზური მხარის სამუშაო ჯგუფს. შეხვედრაზე სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასული კურორტებისა და სანატორიუმების ფუნქციონირებაზე ისაუბრეს. უცნობია კონკრეტულად რამდენ ობიექტზეა საუბარი.
აფხაზეთში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გუდაუთაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამუშაოებსაც გაეცნო.
ოფიციალურ თბილისს ჯერ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.