თაჯ-მაჰალიდან მაჩუ-პიკჩუმდე
10:47:46     28-03-2011
ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული, ისტორიული ღირშესანიშნაობების რეიტინგი გამოავლინა. სიაში ის ძეგლები შევიდა, რომელთაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგის პირველი ადგილი, თაჯ-მაჰალმა (ინდოეთი) დაიკავა. ისტორიული ძეგლი მდინარე ჯამნას სანაპიროზე მდებარეობს. ის იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით, მისი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნის პატივსაცემად აშენდა. იმპერატორის მეუღლე მშობიარობისას დაიღუპა. მოგვიანებით, აქვე დაასაფლავეს თავად შაჰიც.
მეორე ადგილი აკროპოლს (საბერძნეთი, ათენი) ერგო. ნაპოვნი კერამიკული ფრაგმენტების მიხედვით ირკვევა, რომ აქ პირველი მოსახლეობა ძველი წელთაღრიცხვით 4-7 ათასი წლის წინ გაჩნდა. ძველ საბერძნეთში აკროპოლი ქალაქის სამხედრო და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო, შემდეგ კი საკულტო მნიშვნელობა შეიძინა.
რეიტინგში მესამე ადგილზე ლალიბელის, ქვისაგან გამოკვეთილი ეკლესიები (ეთიოპია) გავიდა. ეს ადგილი “ახალი იერუსალიმის” სახელითაა ცნობილი. 11 ეკლესიის ხნოვანება დაახლოებით 800 წელია. ადგილი ლეგენდებით და მითებით არის მოსილი.
ღირშესანიშნაობათა სიაში შემდეგი ადგილები ასე გამოიყურება: ლინკოლნის მემორიალი, ვაშინგტონში, მოსკოვის კრემლი, ნიუ-ოირკის “თავისუფლების ქანდაკება,” ჩინეთის დიდი კედელი, ვერსალის სასახლე პარიზში, სთოუნჰენჯი – დიდ ბრიტანეთში და მაჩუ-პიკჩუ პერუში.