მთავრობამ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო
11:22:54     23-09-2015
გუშინ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიჭრილ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტ პაატა ზაურის ძე როსტობაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, მას სამკურნალოს გერმანიაში გადაიყვანენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პატრულირებისას გარდაცვლილი რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს კი მთავრობა კომპენსაციის სახით 100 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას გაუწევს. ასევე სახელმწიფოს მიერ დაიფარება მისი გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯები.
მთავრობის სხდომაზე დღეს მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.